“შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი” მსოფლიო რეკორდებს ამყარებს » ფილმები ქართულად,filmebi qartulad,კინოები ქართულად,kinoebi qartulad,

“შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი” მსოფლიო რეკორდებს ამყარებს



არავისთვის იქნება მოულოდნელი, თუკი გეტყვით, რომ შურისმაძიებლების ახალი ფილმი, “შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი” უკვე რეკორდებს ამყარებს მსოფლიო კინოგაქირავებაში.

ფილმი Marvel-ის სტუდიის ისტორიაში ყველაზე გრანდიოზული და მასშტაბურია. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ფილმის გამოსვლიდან ჯერ მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში დამყარებულ რეკორდებს:

ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი შიდა კინოგაქირავებაში.

ამერიკის კინოთეატრებში, ფილმმა 250 მილიონის მოგროვება შეძლო. წინა რეკორდსმენია ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი 7  – 248 მილიონი.


ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი მსოფლიო კინოგაქირავებაში.


მსოფლიო მასშტაბით ფილმმა 630 მილიონი მოაგროვა. წინა რეკორდსმენი ფორსაჟი 8 იყო, 541 მილიონით.


ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სუპერგმირული ფილმი.


ეს ისედაც მოსალოდნელი და ცხადი იყო. წინა რეკორდიც Marvel-ის ფილმს შურისმაძიებლებს ეპყრა.
შემდგომ მოდის ამერიკის შიდა კინოგაქირავების რეკორდები: ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი შაბათ დღეს ჩრდილოეთ ამერიკაში და ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი კვირა დღეს ჩრდილოეთ ამერიკაში.


და ბოლოს, ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, სამხრეთ კორეა (39,2 მილიონი), მექსიკა (25,1 მილიონი), ბრაზილია (18,8 მილიონი) და ა.შ.
скачать dle 12.0
კომენტარები
ჩვენ გირჩევთ