რემფეიჯი: განადგურება / Rampage
პრიმატოლოგისტი დეივის ოკოიეს თავგადასავალი ექსტრაორდინალურად ჭკვიან გორილასთან ერთად. ჩახლართული გენეტიკური ექსპერიმენტის გამო მშვიდი გორილა უზარმაზარ მძვინვარე არსებად იქცევა. სიტუაციას ამძაფრებს ისიც, რომ აღმოჩენილია სხვა ცხოველებიც მსგავსი პრობლემებით. ისინი კი ჩრდილოეთ ამერიკისკენ მოემართებიან ყველაფრის გასანადგურებლად. ოკოიეს რაზმი კი ცდილობს აღმოაჩინოს ანტიდოტი. დეივისს უნდა, რომ არამხოლოდ დაიცვას მსოფლიო განადგურებისგან, არამედ გადაარჩინოს მისი მეგობარი გორილა.
ტაქსი 5 / Taxi 5
სილვენ მარო – პარიზის პოლიციის ინსპექტორია, რომელიც ინტელექტის მაღალი დონით, სწრაფი რეაგირებით და ბანდიტების დაჭერის უნარით გამოირჩევა. სერიოზული ოპერაციის ჩატარების მიზნით, როგორც ბრწყინვალე პოლიციელი იგი მარსელში გადაჰყავთ. ქალაქში ახალი კრიმინალური დაჯგუფება გამოჩდა – “იტალიელი ბანდიტები”, რომლებიც ფერარის მარკის ავტომანქანებით მთელ ტერიტორიაზე უშიშრად მოძრაობენ, და ძვირადღირებულ საიუველირო სამკაულებს იპარავენ, ხოლო სანამ დანაშაულის ადგილზე პოლიციელები მივლენ, იტალიელი ბანდიტების კვალიც კი აღარ რჩება. მარო იძულებულია ლეგენდარული თეთრი ტაქსის და ტაქსისტის დანიელის ნათესავთან უვარგის მძღოლთნ ენდისთან გაერთიანდეს. კრიმინალური ელემენტების დევნაში გმირებს არაჩვეულებრივი თავგადასავალი ელოდებათ, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ რამდენად საზრიანი და გაბედული აღმოჩდება ახალგაზრდა გმირების დაპირისპირება…
მარიამ მაგდალინელი / Mary Magdalene
მარიამ მაგდალინელი იესო ქრისტეს ერთგული მიმდევარი და მენელსაცხებლე იყო, რომელიც სახარებისეული ტექსტის თანახმად, ქრისტეს დაჰყვებოდა, დაესწრო მის ჯვარცმას და შეესწრო ქრისტეს აღდგომას.იესო ქრისტესა და მაგდალინელს შორის არსებული კავშირებზე არაერთი ვერსია და ვარაუდი არსებობს, აქედან ერთ-ერთი სულ მალე კინოეკრანზე გადმოინაცვლებს ...