ქალბატონის ქალიშვილები / Fazilet Hanim ve Kizlari
მას შემდეგ, რაც ქალბატონ ფაზილეთს მეუღლე გარდაეცვალა, ის თავისი ქალიშვილებისთვის დედაც იყო და მამაც. ისინი ღარიბულ კავარტალში, პატარა სახლში ცხოვრობენ... ცხოვრობენ და დიდ მომავალზე ოცნებობენ. ქალი განსაკუთრებულ იმედებს უმცროს ქალიშვილზე ამყარებს, რომელსაც ეჯე ჰქვია. მაგრამ - დედისთთის დიდ თავისტკივილს უფროსი გოგონა - ჰაზანი წარმოადგენს, რომელიც თავისი დახვეწილი სილამაზის მიუხედავად, ბიჭივით იქცევა და დედას ვერ ეწყობა... ეიმენის ოჯახი კი - მდიდარი და ძლიერია. მათი საცხოვრებელი ბოსფორის სანაპიროზე მდებარეობს... ერთ მშვენიერ დღეს, ამ ორი ოჯახის ბედისწერა გადაიკვეთება. მათი ურთიერთგაცნობის გაცნობის შემდეგ, არამარტო ეჯეს ცხოვრება შეიცვლება, არამედ ჰაზანისაც, რომელსაც ეიმენების გაზულუქებული ოჯახის განებივრებული ვაჟიშვილი, სინანი შეუყვარდება ...
დამიბრუნე ჩემი სიყვარული / Верни мою любовь
ახალგაზრდა და ცოტა გულუბრყვილო ვიოლონჩელისტი ვერა, თითქმის ერთდროულად გაიცნობს ორ სრულიად განსხვავებულ მამაკაცს - მხატვარ ვლადის და ბიზნესმენი ანტონს. ვლადი კარგი ბიჭია და ოლიგარქ სერგეი ორლოვის მემკვიდრეა. იგი ბავშვობიდანვე მამაზეა გაბრაზებული იმის გამო, რომ დედამისი მიატოვა. მაგრამ, რაც უფრო ყველაზე მთავარია, ვლადი მამას თავისი შეყვარებულის ალიონას თვითმკვლელობაში ადანაშაულებს.
კრიპტონი - სეზონი 1 / Krypton - Season 1
სერიალში მოვლენები ფოლადის კაცის მშობლიურ პლანეტაზე, მის სიკვდილამდე ორი თაობით ადრე ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში სუპერმენის ბაბუაა რომელიც მთელი ძალებით ცდილობს მისი ოჯახის ღირსების აღდგენას და მისი მშობლიური პლანეტის კრიპტონის ქაოსისგან და განადგურებისგან დაცვას.
კოსმოსში დაკარგულები - სეზონი 1 / Lost in Space - Season 1
2046 წელი. კოსმოსური ხომალდი იკარგება კოსმოსში და ეშვება პლანეტაზე, რომელიც რამოდენიმე სინათლის წელიქადით შორსაა ჩაფრენის ადგილამდე. რობინსონების ოჯახს, რომელიც ხომალდზეა უწევს ახალ გარემო-პირობებთან შეგუება ...
კურტ სეიტი და შურა / Kurt Seyit ve Şura
პირველ მსოფლიო ომში, მეფის რუსეთის არისტოკრატიის მარცხი და ევროპელი იმპერიალისტების მიერ დაქირავებული, ავანტიურისტი აგენტის, ვალოდია ლენინის მიერ ინსპირირებილი, თითქოსდა, კაცობრიობის ისტორიაში, ახალი ეპოქის დასაწყისის მაუწყებელი, რუსეთის ძმათამკვლელი "უნიფვხოთა" რევოლუციის შედეგები, უმძიმესად აისახა, წარმოდგენილი სერიალის გმირთა ცხოვრებაში... ამ ისტორიული მოვლენების ფონზე, ტრაგედიით , მწარე დანაკარგებითა და სასტიკი იმედგაცრუებით სავსე ისტორია გადახდებათ თავს, მთავარ გმირებს: მეფის არმიის ლეიტენანტ, კურტ სეიტს და 16 წლის არისტოკრატული წარმოშობის გოგონას, შურას.
შავი მარგალიტი / Siyah İnci
კენანი და ჰაზალი ერთმანეთს დაპირდნენ, რომ არასოდეს დასორდებოდნენ. მაგრამ როდესაც ვურალი ჩადის ქალაქში იგი ყველაფერს აკეთებს ჰაზალის გულის მოსაგებად. კენანისა და ჰაზლის ცხოვრება თავდაყირა დგება.